ვიზალიბერალიზაციას, შესაძლოა, მართლაც დაემუქროს საფრთხე - გერმანიის შს მინისტრი

საქართველო, თბილისი - 14:52 | 08.03.2018
ნანახია: 7533

ვიზალიბერალიზაციას, შესაძლოა, მართლაც დაემუქროს საფრთხე, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა თომას დე მაიზერმა განაცხადა. მისი თქმით, ევროპამ ყველაფერი უნდა გააკეთოს რომ ეს არ მოხდეს.

„ვაპირებ დავაყენო საკითხი, რომელიც საკმაოდ პრობლემატურია, რადგანაც ვიზალიბერალიზაციას, შესაძლოა, მართლაც დაემუქროს საფრთხე. ევროპამ ყველაფერი უნდა გააკეთოს რომ ეს არ მოხდეს. საჭიროა მასშტაბური ჩარევა. კონკრეტული თარიღები უნდა დასახელდეს, რომ თავშესაფრის მსურველებს დროული პასუხები ჰქონდეთ“, - განაცხადა მაიზერმა.
ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების შს მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე