პრინც ჰარის საცოლე ანგლიკანი გახდა

საქართველო, თბილისი - 13:15 | 08.03.2018
ნანახია: 1708

ბრიტანეთის პრინც ჰარის საცოლემ მეგან მარკლიმ რელიგია შეიცვალა და ანგლიკანური წესით მოინათლა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

ცერემონიას პრინცი ჰარი, პრინცი ჩარლზი და მისი მეუღლე კამილა ესწრებოდნენ.

36 წლის მეგანი პროტესტანტულ ოჯახში იზრდებოდა, კათოლიკუტ სკოლაში სწავლობდა, მისი პირველი ქმარი კი იუდეველი იყო.

ნოემბერში მეგანმა განაცხადა, რომ რელიგიის შეცვლას აპირებდა. მისი თქმით, მან ეს სამეფო ოჯახისა და ელსაბედ მეორის პატივისცემის ნიშნად გააკეთა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე