თურქეთში მამალმა კვერცხი დადო

საქართველო, თბილისი - 12:54 | 08.03.2018
ნანახია: 3709

თურქეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე დასახლება კლიჩლი პოპულარული მამლის წყალობით გახდა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ კვერცხი დადო.

მამლის მიერ დადებული კვერცხი ზომით უფრო პატარაა, ვიდრე ჩვეულებრივი დედლის მიერ დადებული კვერცხი. კვერცხისგანშთამომავლობის მიღება შეუძლებელია, რადგანაც ის განაყოფიერებული არ არის.

აღნიშნული შემთხვევა მსოფლიოში პირველი არ არის, თუმცა მისი ფენომენი ჯერ გამოკვლეული არ არის.

ადგილობრივი ვეტერინარის თქმით, კვერცხი დეტალური გამოკვლევებისათვის გენეტიკურ ექსპერტიზაზე იქნება გაგზავნილი




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე