ალაბამას სკოლაში სროლას გოგონა ემსხვერპლა- დაშავებულია 2ადამიანი

საქართველო, თბილისი - 12:19 | 08.03.2018
ნანახია: 787

ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა ამერიკის ალაბამას შტატში ბირმინგემის სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად. ადგილობრივი მედია პოლიციელებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ცეცხლი შემთხვევით გაიხსნა. ერთ-ერთ დაშავებულს დახმარება სკოლის თანამშრომლებამ გაუწიეს.

შემთხვევის ადგილზე ბირმინგემის მერი და პოლიციელები იმყოფებიან. სასწავლო დაწესებულება დროებით დაიხურა.

პოლიციის უფროსის განცხადებით, სროლის შედეგად გოგონა და 17 წლის ბიჭი დაშავდა, მიღებული ჭრილობების შედეგად გოგონა გარდაიცვალა. მისი თქმით, ხელისუფლება არკვევს  სროლა ნამდვილად შემთხვევით მოხდა თუ არა.  

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე