პენტაგონი რუსეთსა და ჩინეთს აშშ-ის უსაფრთხოებისთვის მთავარ საფრთხედ მიიჩნევს

საქართველო, თბილისი - 11:58 | 08.03.2018
ნანახია: 1770

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჯონ რუდმა რუსეთსა და ჩინეთს  შეერთებული შტატების ეროვნული უსფრთხოებისათვის მთავარი და მზარდი საფრთხე უწოდა.

 „რუსეთი და ჩინეთი მიმართავენ ისეთ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია მსოფლიო წესრიგისა და არსებული სახელმწიფო საზღვრების შეცვლისკენ. ისინი წარმოადგენენ მზარდ საფრთხეს აშშ-ისა და მათი მოკავშირეებისა და პარტნიორების  უსაფრთხოებისთვის“, - განაცახდა მან კონგრესზე.

მისი თქმით, აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა ამასთან დაკავშირებით სამხედრო შეიარაღებაზე ასიგნება უნდა გაზარდონ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე