ყოფილი რუსი ჯაშუში სკრიპალი და მისი ქალიშვილი კვლავ კომაში იმყოფებიან

საქართველო, თბილისი - 11:55 | 08.03.2018
ნანახია: 892

ყოფილი  ჯაშუში სერგეი სკრიპალი, მისი ქალიშვილი და მათი მოწამვლის ადგილზე მისული პოლიციელი ამ დრომდე კომაში იმყოფებიან.

პოლიციაში ისევ არ  აკონკრეტებენ რომელი შხამით  მოწამლეს სკრიპალი.

5 მარტს სოლსბერის  პოლიციამ განაცხადა, რომ  სავაჭრო ცენტრთან ორგანიზმში უცნობი  საშიში ნივთიერების მოხვედრის შედეგად ორი ადამიანი მოიწამლა. მოგვიანებით ბრიტანულმა მედიამ მათი ვინაობა დაასახელა - ისინი დაზვერვის სახელმწიფო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია აღმონდნენ, მათი ჯანმთელობის მდგომარეობა უმძიმესია.

სერგეი სკრიპალმა დიდ ბრიტანეთში თავშესაფარი აშშ-ისა და რუსეთს შორის 2016 წელს დაზვერვის თანამშრომლების გაცვლის შემდეგ მიიღო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე