გელა დუმბაძე სამშაო ვიზიტით ავსტრიაში იმყოფება

საქართველო, თბილისი - 11:03 | 24.11.2015
ნანახია: 1604

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე სამუშაო ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკაში იმყოფება. 
სახელმწიფო მინისტრმა საელჩოს ორგანიზებით, ვენაში მოქმედ ორ დიასპორულ ორგანიზაციასთან "ქართული სათვისტომო ავსტრიაში" და "ქართული სახლი ავსტრიაში ენის, კულტურისა და განათლების ხელშეწყობისთვის" არსებული ქართული საკვირაო სკოლები დაათვალიერა.
გელა დუმბაძემ ასევე შეხვედრა გამართა ავსტრიაში მცხოვრებ ქართველებთან.
მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც ავსტრიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა, ჩვენი თანამემამულეების წინაშე არსებული პრობლემები იქნა განხილული. შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა აპარატის საქმიანობის შესახებ ისაუბრა. 
სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრას 80-მდე ჩვენი თანამემამულე ესწრებოდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე