თავდამსხმელი, რომელმაც ოთხი გამვლელი დაჭრა, პოლიციამ დააკავა

საქართველო, თბილისი - 11:13 | 08.03.2018
ნანახია: 787

ვენის პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა, რომელიც გუშინ გამვლელებს თავს დაესხა. გავრცელებული ცნობით , ის ავღანელია და 23 წლისაა.

მამაკაცი დანით თავს გამვლელებს დაესხა და მიიმალა. მძიმედ დაშავდა სამი ადამიანი. მოგვიანებით პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია კიდევ ერთი თავდასხმის შესახებ, რომელიც პირველი შემთხვევის ადგილის სიახლოვეს მოხდა. ორ თვდასხმას შორის კავშირი ჯერ დადგენილი არ არის.

დანაშაულის მოტივი უცნობია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე