გერმანიის პრეზიდენტმა ჰიმნის გენდერულ-ნეიტრალურად შეცვლას მხარი არ დაუჭირა

საქართველო, თბილისი - 16:20 | 07.03.2018
ნანახია: 844

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა სახელმწიფო ჰიმნის გენდერულ-ნეიტრალურად შეცვლას მხარი არ დაუჭირა.  ამის შესახებ გამოცემა Saarbrücker Zeitung-ი წერს. „არა, არ ვარ მომხრე ფორმულირების შეცვლის“, - განაცახდა მან.

მანამდე გერმანიის ოჯახის საქმეების სამინისტროს სქესის თანასწორობის საკითხების ხელმძღვანელმა კრისტინ როზე-მერინგმა ჰიმნის „გენდერულად ნეიტრალურად“ შეცვლის აუცილებლობაზე განაცხადა.

ანგელა მერკელი თავის მხრივ კმაყოფილია ჰიმნით და ტექსტის შეცვლის აუცილებლობას ვერ ხედავს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე