სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ ვარსკვლავი ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორობისთვის ბრძოლას აპირებს

საქართველო, თბილისი - 13:03 | 07.03.2018
ნანახია: 887

მსახიობი სინტია ნიქსონი, რომელმაც სახელი სერიალში „სექსი დიდ ქალაქში“ მირანდა ჰობსის როლით გაითქვა, პოლიტიკური კარიერის დაწყებას აპირებს.

ვარსკვლავი ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. წინასაარჩევნო კამპანიისთვის გუნდის შემოკრებაც უკვე დაიწყო.

ამერიკული მედიის ცნობით, მის გუნდში შედიან რებეკა კაცი და ბილ ჰაიერსი, რომლებიც ნიუ-იორკის მერს ბილ დე ბლაზიოს საარჩევნო შტაბში ეხმარებოდნენ. ამის მიუხედავად სინტია ნიქსონს კენჭისყრაში მონაწილეობის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

მსახიობის წარ მომადგენლის თქმით, სინტია ნიქსონი მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას განიხილავს და თავის შანსებს აფასებს.

მსახიობი ხშირად აკრიტიკებს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოლიტიკას.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე