მამაკაცი ქალიშვილს 15 წლის განმავლობაში აუპატიურებდა

საქართველო, თბილისი - 11:52 | 07.03.2018
ნანახია: 1429

აშშ-ის ქალაქ ცინცინატის მკვიდრი თავისი ქალიშვილის გაუპატიურებისთვის დააკავეს. პოლიციის ცნობით, მამაკაცი გოგონას 15 წლის განმავლობაში აუპატიურებდა, ვიდრე ის 25 წლის გახდებოდა.

პოლიციაში განაცხადეს, რომ გოგონაზე სექსუალური ძალადობა მაშინ დაიწყო, როდესაც ის 10 წლის იყო. ქალმა პოლიციას განუცხადა, რომ მამა მას თვეში ორ-სამჯერ აუპატიურებდა. 25 წლის ასაკში ის სახლიდან წავიდა. ქალმა მამისგან ორი შვილიც გააჩინა.

პოლიციამ ჯერ მამაკაცი დააკავა, მოგვიანებით კი მისი ცოლი. მამაკაცი ასევე 23 გაუპატიურებაშია ბრალდებული. დაზარალებულების ვინაობა მათი უსაფრთხოების თვალსაზრისით არ სახელდება.

ბავშვების ასაკი ორ და შვიდ წელს შეადგენს. გენეტიკურმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ, მათი მამა დედის ახლო ნათესავია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე