ძაღლი ოპერის მომღერალს თავს სპექტაკლის დროს დაესხა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 11:16 | 07.03.2018
ნანახია: 916

ძაღლი სპექტაკლის დროს ოპერის მომღერალს თავს დაესხა. ინციდენტი ჩინეთში ფუცზიანის პროვინციაში მოხდა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.   

წარმოდგენის დროს ძაღლი სცენაზე აიჭრა და ერთ-ერთ მსახიობს თავს დაესხა. მომღერალმა როლიდან გამოუსვლელად ძაღლის თავიდან მოშორება სცადა, მაგრამ ძაღლი მის კოსტიუმს არ ეშვებოდა. მსახიობებმა სცენა ბოლომდე შეასრულეს, მათმა გამოსვლამ მაყურებლების სიცილის თანხლებით ჩაიარა.

ვიდეომ სოციალურ ქსელში ელვისებური პოპულარობა მოიპოვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე