აზერბაიჯანში გაანადგურეს ტერორისტები, რომლებიც ტერაქტებს გეგმავდნენ

საქართველო, თბილისი - 10:43 | 07.03.2018
ნანახია: 917

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში გაანადგურეს  ტერორისტები, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე ტერაქტებს გეგმავდნენ.

უწყების ცნობით, ტერორისტებმა ოპერაციის დროს სპეცრაზმელებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს. საპასუხო სროლის შედეგად ორი ტერორისტის - მამედოვისა და სალიმოვის ლიკვიდაცია მოხდა.                         
დანაშაულის ადგილზე ნაპოვნია თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, იარაღი და საბრძოლო მასალა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე