8 მარტს ევროკავშირის ქვეყნების შს მინისტრების შეხვედრაზე გერმანია უვიზო რეჟიმის დამრღვევი საქართველოს მოქალაქეების საკითხს დააყენებს

საქართველო, თბილისი - 10:28 | 07.03.2018
ნანახია: 1100

ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც 8 მარტს ბრიუსელში გაიმართება, გერმანია უვიზო რეჟიმის დამრღვევი საქართველოს მოქალაქეების საკითხს დააყენებს, - ამის შესახებ Twitter-ზე „რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტი ბრიუსელში რიკარდ იოზვიაკი წერს.

მისი ინფორმაციით, 8-10 მარტს, ბრიუსელში ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტს მოუსმენენ იმ ძალისხმევის თაობაზე, რომლებსაც საქართველო ამ მიმართულებით ახორციელებს.

„ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც 8 მარტს ბრიუსელში გაიმართება, გერმანია უვიზო რეჟიმის დამრღვევი საქართველოს მოქალაქეების საკითხს დააყენებს. შეჩერების მექანიზმზე გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება. 8-10 მარტს, ბრიუსელში ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტს მოუსმენენ იმ ძალისხმევის თაობაზე, რომლებსაც საქართველო ამ მიმართულებით ახორციელებს“, - წერს რიკარდ იოზვიაკი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე