სირიაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 17:51 | 06.03.2018
ნანახია: 837

სირიაში თვითმფრინავი ჩამოვარდა. ინციდენტი ლაინერის ხმეიმიმის აეროპორტში დაჯდომისას მოხდა. კატასტროფის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ „ან-26“ ტიპის თვითმფრინავში 26 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.

ავიაკატასტროფის მიზეზი უცნობია, თუმცა არ გამოირიცხება, რომ აღნიშნული ტექნიკურ გაუმართაობასაც გამოეწვია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე