ბოლო ორი თვის განმავლობაში თურქეთში 75 ქალი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 17:08 | 06.03.2018
ნანახია: 987

თურქეთში 2018 წლის იანვარში 28, ხოლო თებერვალში 47 ქალი მოკლეს. საერთო ჯამში, ბოლო ორი თვის განმავლობაში, თურქეთში 75 ქალია მოკლული, ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა Hurriyet Daily News-ი არასამთავრობო ორგანიზაცია We Will Stop Femicides Platform-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით, გასულ თვეში, 47 მოკლული ქალიდან 21 სახლში, 7 ქუჩაში, 3 მანქანაში, 2 კი, სამსახურში მოკლეს. ორგანიზაციის ინფორმაციით, 26% საკუთარმა მეუღლეებმა მოკლეს.

როგორც გამოცემა არასამთავრობოზე დაყრდნობით წერს, გასულ წელს თურქეთში 409 ქალი მოკლეს და 387 ბავშვზე სექსუალურად იძალადეს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე