პოლიციამ მაკდორმანდს მოპარული „ოსკარი“ დაუბრუნა

საქართველო, თბილისი - 16:55 | 06.03.2018
ნანახია: 1024

ლოს-ანჯელესის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც ფრენსის მაკდორმანდს „ოსკარი“ მოპარა. მსახიობმა ჯილდო მიიღო ქალის საუკეთესო როლისთვის ფილმში „სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე, მისური“.

ცერემონიის შემდეგ მაკდორმანდმა „ოსკარის“ ჯილდო დაკარგა. მსახიობმა ის ვერ იპოვა და ღონისძიება ქმართან - ჯოელ კოენთან ერთად აცრემლებულმა დატოვა.

The New York Times-ის ცნობით, ქურდი ტერი ბრაიანტი აღმოჩნდა. აფროამერიკელმა მამაკაცმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნა ვიდეო, რომელშიც მან თავი „ოსკარის“ ლაურეატად წარადგინა. მას სმოკინგი ეცვა.

პოლიციამ მაკდორმანდს „ოსკარი“ დაუბრუნა. მსახიობმა ქურდს დანაშული აპატია, თუმცა მას სასჯელი მაინც ემუქრება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე