თურქეთში ექვსი ქართველი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 11:54 | 23.11.2015
ნანახია: 1748

თურქეთის ქალაქ რიზეში, საქართველოს ექვსი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც საჯარო სამსახურების თანამშრომლები არიან. თურქული სააგენტოების ინფორმაციით, ისინი სამართალდამცველებმა სასტუმროებში ღამის კლუბებსა და სხვა გასართობ ადგილებში რეიდის დროს აიყვანეს.

ამ ეტაპზე არ კონკრეტდება დაკავებულთა ვინაობა და რომელ საჯარო სამსახურში არიან ისინი დასაქმებული. თურქეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, პროსტიტუციის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე უკვე დეპორტირებულია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე