თინათინ ხიდაშელი კანადელ კოლეგას შეხვდა
საქართველო, თბილისი - 11:50 | 23.11.2015 ნანახია: 2320
საქართველოს თავდაცვის მინისტრი კანადის ეროვნული თავდაცვის მინისტრს ჰარჯიტ საჯანს შეხვდა. თინათინ ხიდაშელმა კანადელ კოლეგასთან თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ახალ პოსტზე წარმატებები უსურვა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კანადის ხელისუფლებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხზე ისაუბრეს. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, უელსის პაკეტის წარმატებით განხორციელება თავდაცვის უწყების პრიორიტეტია. მან იმედი გამოთქვა, რომ ნატოს წევრ 20 ქვეყანასთან ერთად, ამ პროცესში კანადა აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.
თინათინ ხიდაშელმა ჰარჯიტ საჯანს საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. თავდაცვის მინისტრებმა ორქვეყნას შორის თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. თინათინ ხიდაშელმა კანადელ კოლეგას მადლობა გადაუხადა სამხედრო წვრთნისა და თანამშრომლობის პროგრამაში (MTCP) საქართველოს მონაწილეობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორობის ფორმატი კიდევ უფრო გაფართოვდება.
„კანადის თავდაცვის მინისტრი რამდენიმე კვირის წინ დაინიშნა არჩევნების შედეგად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველივე ფაზაში, როდესაც ის ეცნობა პარტნიორებს, გვქონდა შესაძლებლობა პირისპირ გვესაუბრა. დეტალებში გავიარეთ ის ფორმატები, რომელიც არსებობს საქართველო-ნატოს და საქართველო-ნატოს წევრ ქვეყნებთა ურთიერთობებში. ჩვენ მას ვთხოვეთ, რომ მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს ყოველთვის ჰქონდა კანადისგან, გაგრძელდეს და შეუქცევადი პროცესი იყოს, რაზეც შესაბამისი პირობაც მივიღეთ. ვთხოვეთ საქართველოში ჩამობრძანება მომავალ წელს, ჩვენი დამოუკიდებლობის 25 წლის აღნიშვნის სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში. ვფიქრობ, პარტნიორების მონაწილეობა ასეთ ღონისძიებებში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რათა თბილისიდან ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, რომელიც მსოფლიოს და ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებას ეხება. ასევე, ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებში კანადის მეტად გააქტიურებაზე, მათ შორის პროფესიული განვითარების სკოლის შექმნის ფარგლებში, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია და მომავალ წელს უნდა გაიხსნას საქართველოში“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















