იუსტიციის მინისტრმა საარჩევნო ადმინისტრაციების ყოველწლიური შეხვედრის მონაწილეებს მიმართა
საქართველო, თბილისი - 15:53 | 28.02.2018 ნანახია: 1019
იუსტიციის მინისტრი საარჩევნო ადმინისტრაციების ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობს. ღონისძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორგანიზებით იმართება. შეხვედრის თემაა „ტექნოლოგიებისა და ინოვაციების როლი მოქალაქეთა ჩართულობის პროცესში".
თეა წულუკიანმა კონფერენციას მონაწილეებს მიმართა. იუსტიციის მინისტრმა თავის გამოსვლაში საარჩევნო სიების სრულყოფის პროცესსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის მუშაობის შედეგების შესახებ ისაუბრა.
მინისტრის თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ამომრჩეველთა მაქსიმალურად სრულყოფილი სიის გადასაცემად იუსტიციის სამინისტროს სსიპ სერვისების განვითარების სააგენტო 2013 წლიდან მუშაობს მონაცემთა ბაზებში ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ამ საქმიანობის შედეგად დღეისათვის მოქალაქეთა ერთიან ბაზაში, რაც საარჩევნო სიის ძირითადი წყაროა, 3.496.461 პირის მონაცემებია. მათგან 2 675 125 მოქალაქე წარმოდგენილია ბიომეტრიული ფოტოსურათით, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი მონაცემები უტყუარი და დაზუსტებულია. 2012 წელს ამომრჩეველთა სიაში მხოლოდ 778.207 მონაცემი იყო.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, 2013 წლიდან 1 373 965 მოქალაქეზე პირადობის ელექტრონული მოწმობა უფასოდ ან შეღავათიან ფასში გაიცა (უფასოდ გაიცა 1 183 101 პირადობის მოწმობა).
თეა წულუკიანმა თქმით, სერვისების განვითარების სააგენტოს „საარჩევნო სიის სრულყოფის პროექტის" შედეგია ის, რომ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) 2017 წლის ანგარიშში ხაზი გაუსვა საარჩევნო სიების სანდოობას. კერძოდ, მასში ნათქვამია: „ხელისუფლებამ სათანადო ძალისხმევის შედეგად შეძლო, გაეუმჯობესებინა საარჩევნო სიების ხარისხი. მთლიანობაში დაინტერესებულ მხარეებს აქვთ ნდობა საარჩევნო სიების საიმედოობასა და ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესზე".
იუსტიციის მინისტრმა თავის გამოსვლაში ასევე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების ტენდენციაზეც ისაუბრა, რასაც, 2013 წლიდან მოყოლებული, შეუქცევადი ხასიათი აქვს. ამას ადასტურებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მონაცემები. კერძოდ, 2014 წელს კომისიის საქმიანობისას (რომელიც მოიცავდა 3-თვიან პერიოდს) შემოვიდა 151 განცხადება, 2016 წელს (რომელიც მოიცავდა 5-თვიან პერიოდს) − 113 განცხადება, ხოლო 2017 წელს − 88 განცხადება. არსებული სტატისტიკა ცხადყოფს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში შეინიშნება კანონდარღვევების რაოდენობის მკვეთრი შემცირების ტენდენცია − 2014 და 2017 წლების მონაცემებს შორის 42%-იანი კლებაა. 56%-იანი კლებაა იმ საქმეებთან დაკავშირებითაც, რომლებზე გამოძიების დაწყება გახდა საჭირო (2016 წ. − 111 საქმე; 2017 წ. − 48 საქმე).
მნიშვნელოვანი კლებაა კომისიის მიერ გამოცემული რეკომენდაციების რაოდენობაშიც. 2014 წელს კომისიამ 20 რეკომენდაცია გამოსცა; 2016-სა და 2017-ში, შესაბამისად, 7 და 8.
საარჩევნო ადმინისტრაციების ყოველწლიურ შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ, საპარლამენტო სწავლების საერთაშორისო ცენტრის (ICPS) ხელმძღვანელმა მეთ გოქულმა, გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა და გაერო-ს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა საქართველოში ნილს სკოტმა, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ხელმძღვანელმა ჯერომ ლერომ.
კონფერენციაში სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საარჩევნო ტექნოლოგიებზე ორიენტირებული კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
პოლიტიკა
- უკრაინა მზადაა რეალური კომპრომისებისთვის, მაგრამ არა კომპრომისებისთვის ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ფასად - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პანდემიის რთული პერიოდის შემდეგ ბაზა არ გაჯანსაღებულა, ამიტომ რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია - კახა კალაძე სოციალურად დაუცველთა სიების გადამოწმებაზე
- საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების მაქსიმალური რაოდენობა არის 257 000, ბინადრობის ნებართვა გაცემულია 164 ქვეყნის 107 307 მოქალაქეზე - ირაკლი კობახიძე
- ჩვეულებრივი ამბავია, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, შეიძლება, ყოფილი მინისტრიც იყოს დაბარებული - გია ვოლსკი ლევან დავითაშვილზე
საზოგადოება
- საქართველოში 21-22 თებერვალს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 23 თებერვალს კი იწვიმებს
- „თეგეტა“ „კავკასიის მედიცინის ცენტრთან“ პარტნიორობით თანამშრომლებისთვის ჯანმრთელობის პროგრამას იწყებს
- ახალგაზრდები მწვანე მომავლისთვის - „თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერით ზამთრის ბანაკი გაიმართა
- 14-15 თებერვალს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს
სამართალი
- თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიების განახლების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს
- საგამოძიებო სამსახურმა ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე საწარმოს ხელმძღვანელი დააკავა
- პროსტიტუციის ხელშეწყობის ფაქტზე დაკავებული მომღერალი, ხატია წერეთელი თავისუფალია
- პროკურატურა: ე.წ. ქოლცენტრების, თაღლითობისა და ფულის გათეთრების საქმეზე დაკავებულია ელისო კილაძე. ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება ოთარ ფარცხალაძეს
მსოფლიო
- უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ტერიტორიული საკითხი კვლავ გადაუჭრელი რჩება - ჯორჯია მელონი
- აშშ-ის პრეზიდენტი გამუდმებით ამბობს, რომ ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა ჰყავთ, თუმცა ამ ძალას ზოგჯერ შეიძლება იმდენად ძლიერი დარტყმა მიაყენონ, ვეღარ აღდგეს - აიათოლა ალი ხამენეი
- მოსკოვის სასამართლომ ჟურნალისტ ეკატერინე კოტრიკაძეს რვა წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა
- დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ აშშ მხარს დაუჭერს ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის წინააღმდეგ ისრაელის დარტყმებს - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Comfort – შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
- Volvo Cars EMEA - „ვოლვო ქარ კავკასიამ“ პრესტიჟულ ბიზნესკონფერენციას საქართველოში პირველად უმასპინძლა
- „თეგეტა“ აზერბაიჯანის სამელიორაციო სისტემების მოდერნიზებისთვის - მეზობელ სახელმწიფოს ჰოლდინგმა JCB-ს ტექნიკა მიაწოდა
- Porsche, Bentley, Lamborghini - პრემიუმ ბრენდების მარკეტინგის მიმართულებას საქართველოში თათო ხოსროშვილი უხელმძღვანელებს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















