სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო

საქართველო, თბილისი - 12:44 | 28.02.2018
ნანახია: 1148

თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის ყოფილი მერი, გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო. მას ბრალი თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მლნ. ლარის მითვისება-გაფლანგვაში ედებოდა. 

უგულავას ერთი წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, თუმცა სააპელაციო სასამართლოს მიერ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა შთანთქა დღეს გამოტანილი განაჩენი და შესაბამისად მას სასჯელი მოხდილად ჩაეთვლება. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე