მიშელ ობამა მემუარებს გამოსცემს

საქართველო, თბილისი - 16:08 | 27.02.2018
ნანახია: 1262

აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი, მიშელ ობამა მემუარებს გამოსცემს, ამის შესახებ ობამამ საკუთარ ინსტაგრამზე დაპოსტა.

„ამ წიგნში ვისაუბრებ ჩემს ფესვებზე - როგორ იპოვა სამხრეთ ჩიკაგოელმა გოგომ ხმა და განივითარა ძალა, რომ ეს ხმა სხვების გასაძლიერებლადაც გამოეყენებინა. ვიმედოვნებ, რომ ჩემი თავგადასავალი შთააგონებს მკითხველს, რომ იპოვონ სიმამაცე გახდნენ ისეთები, რისკენაც მიისწრაფიან. ერთი სული მაქვს როდის გაგიზიარებთ ჩემს ამბავს," - წერს მიშელ ობამა.

წიგნი 2018 წლის, 13 ნოემბერს გამოვა და მას „Becoming" ერქმევა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე