აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და კლაიპედას უნივერსიტეტს (ლიტვა) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველო, თბილისი - 11:35 | 27.02.2018
ნანახია: 1064

საგრანტო კონკურსები, კონფერენციები, ვორკშოპები, სემინარები, სეზონური სკოლები და სხვადასხვა სტუდენტური და საერთაშორისო პროექტების შემუშავებას ისახავს მიზნად თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა და კლაიპედას (ლიტვა) უნივერსიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კლაიპედას უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა რემიგიუს ქინდერისმა მოაწერეს.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და კლაიპედას უნივერსიტეტის (ლიტვა) თანამშრომლობის შედეგად, ერთობლივი პროგრამების დანერგვა-განხორციელება,არსებული პროგრამების განვითარება, აგრეთვე, სამეცნიერო და კვლევითი მიმართულებით, სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტების შემუშავება იგეგმება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე