ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა

საქართველო, თბილისი - 09:48 | 13.03.2026
ნანახია: 27

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ერაყის ჩრდილოეთში დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი ოფიცერი დაიღუპა და ექვსი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.

„მე-7 ბატალიონის უფროსი ადიუტანტი არნო ფრიონი ერაყში, ერბილის რაიონში თავდასხმის დროს საფრანგეთისთვის დაიღუპა. მისი ოჯახის და თანამებრძოლების მიმართ, მინდა გამოვხატო მთელი ერის სიყვარული და სოლიდარობა. ჩვენი რამდენიმე ჯარისკაცი დაიჭრა. ეს თავდასხმა ჩვენს ძალებზე, რომლებიც 2015 წლიდან მონაწილეობენ ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, მიუღებელია,“ - წერს მაკრონი X-ზე.

Reuters-ის ცნობით, თავდასხმა 12 მარტს მახმურის რეგიონში მოხდა.

დრონები თავს დაესხნენ ქურთთა პეშმერგის ძალებისა და ფრანგული ჯარების ერთობლივ ბაზას.

საფრანგეთის არმიის ცნობით, ექვსი დაჭრილი ჯარისკაცი რეგიონში ანტიტერორისტულ წვრთნებს ატარებდა.

მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთის ყოფნა ერაყში შემოიფარგლება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლით და ასეთი თავდასხმების გამართლება ირანში არსებული კონფლიქტით არ შეიძლება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე