ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა

საქართველო, თბილისი - 07:36 | 12.03.2026
ნანახია: 42

პოლიტიკური თამაშების დრო არ არის, ჩვენ მართლა უნდა ვიბრძოლოთ კანონის უზენაესობისთვის საქართველოში, - ამის შესახებ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე ევროდეპუტატმა მალგოჟატა გოშევსკამ განაცხადა. 

"პოლიტიკური თამაშების დრო არ არის, ჩვენ მართლა უნდა ვიბრძოლოთ კანონის უზენაესობისთვის ამ ქვეყანაში [საქართველოში]! რეჟიმი ანტიდასავლური პროპაგანდით, დეზინფორმაციით მუშაობს, როგორც რუსეთი. ასე რომ, ევროკავშირის სანქციები არა მხოლოდ პროპაგანდისტული სტილის მედიას, არამედ იმ ადამიანებსაც უნდა შეეხოს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე.  ქართველი ერი იმსახურებს კარგ და სტაბილურ მომავალს და ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს მას", განაცხადა მალგოჟატა გოშევსკამ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე