ქალი მართავს – "თეგეტამ" მარტის კამპანია დაიწყო
საქართველო, თბილისი - 13:24 | 06.03.2026 ნანახია: 62
"ქალი მართავს" ოჯახს, ბიზნესს, კომპანიას; მართავს თამამად, შეუპოვრად და წარმატებით - ამ კონცეფციით შეიქმნა "თეგეტა ჰოლდინგის" საგაზაფხულო კამპანია, რომელიც სრულად ქალებს ეძღვნება. მთავარი მიზანი იმ მრავალმხრივი უნარების კიდევ ერთხელ ხაზგასმაა, რომლებითაც ქალები ნებისმიერ პროფესიასა და საქმეს ართმევენ თავს.
კამპანია საიმიჯო ვიდეორგოლით გაიხსნა, რომელიც კრეატიულ სააგენტო JoyBoy-სთან კოლაბორაციით მომზადდა. ვიდეო სხვადასხვა პროფესიის 27 ქალს აერთიანებს: მექანიკოსებს, სატვირთოს მძღოლებს, მეშახტეებსა თუ ექიმებს - მათ, ვინც თავისი საქმით ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ ქალი მართავს და მართავს თავდაჯერებით.
ელენე კოხრეიძე, "თეგეტა ჰოლდინგის" მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: "ჩვენი მთავარი მიზანია, კიდევ ერთხელ ყველას ნათლად დავანახოთ, რომ არ არსებობს ბარიერი, რომლის გადალახვაც ქალებს არ შეუძლიათ. მარტი სრულად ქალებს მივუძღვენით, გვინდა, ეს იყოს თვე სავსე აღიარებითა და შთამაგონებელი ისტორიებით.
„თეგეტა ჰოლდინგის“ პრიზმიდან ქალის მმართველობითი როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გვსურს, მკაფიოდ ვაჩვენოთ, რომ ამ მასშტაბურ, სტერეოტიპულად მასკულინურ ინდუსტრიაში, კომპანია მათ გვერდით დგას, აფასებს მათ შრომას და აღიარებს მათ წარმატებას. საიმიჯო ვიდეო, ინტერვიუების სერია და ყველა ის აქტივობა, რომლებიც დაიგეგმა, ერთ გზავნილს ემსახურება - ქალი წარმატებულია ყველა სფეროში, რასაც აირჩევს. ამასთან ერთად, ეს კამპანია ჩვენთვის ძალიან ავთენტიკურია, რადგან უშუალოდ „თეგეტასაც“ 30-წლიან ისტორიაში პირველად ქალი მართავს".

საიმიჯო ვიდეო, ინტერვიუების სერია, სხვადასხვა აქტივობა მასშტაბური კამპანიის ნაწილია. მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება კომპანიის შიდა კულტურაზეც: „თეგეტა“ აცხადებს, რომ ქალების როლი კომპანიის განვითარებაში განსაკუთრებულია.
თათია ხორბალაძე, "თეგეტა ჰოლდინგის" სტრატეგიული კომუნიკაციების მთავარი ოფიცერი: "ქალების მხარდაჭერა "თეგეტასთვის" მხოლოდ ერთჯერადი აქტივობა ან მარტის კამპანია არ არის, ეს ჩვენი გრძელვადიანი, თანმიმდევრული სტრატეგიისა და კორპორაციული კულტურის განუყოფელი ნაწილია. ჩვენი მიზანია, შევქმნათ გენდერულად თანასწორი გარემო, სადაც პროფესიული განვითარების შესაძლებლობა ყველასთვის თანაბარია. სწორედ ამიტომ ინკლუზიური დასაქმების პოლიტიკითა თუ გადამზადების პროგრამებით აქტიურად ვუწყობთ ხელს ქალების გაძლიერებას, როგორც კომპანიის შიგნით, ისე მის გარეთ. მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში წამყვან პოზიციებზე დასაქმებული ქალების მაჩვენებელი 18-დან 32%-მდე გაიზარდა. თუმცა ჩვენი პასუხისმგებლობა მხოლოდ სამუშაო სივრცით არ შემოიფარგლება - CSR პროექტებით მხარს ვუჭერთ ქალებს სპორტში, ციფრულ ტექნოლოგიებსა და სხვადასხვა სოციალურ ინიციატივაში. გვჯერა, რომ ბარიერების მსხვრევა და რეალური ცვლილებების მოტანა მხოლოდ სისტემური მიდგომით არის შესაძლებელი".
სწორედ კორპორაციული ღირებულებებია ის საფუძველი, რასაც "თეგეტა ჰოლდინგის" მარტის აქტივობები ეფუძნება. საზოგადოება გაიცნობს ავტოინდუსტრიაში დასაქმებულ ქალებს. ასევე „თეგეტა ჰოლდინგის“ წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ არაერთ საერთაშორისო თუ ადგილობრივ კონფერენციაში, სადაც კიდევ ერთხელ ისაუბრებენ კომპანიის მიერ განხორციელებულ თუ დაგეგმილ პროექტებზე, რომლებიც სწორედ ქალთა გაძლიერებას უჭერს მხარს. მარტის კამპანია კიდევ ერთხელ გვახსენებს, როგორი წარმატებით მართავს ქალი რთულ პროფესიებსა და ყოველდღიურ გამოწვევებს; და რომ საბოლოოდ მართვა არა მხოლოდ საქმიანობის ნაწილი, არამედ ის შინაგანი ძალაა, რომელსაც ქალები ყოველ ნაბიჯზე ამტკიცებენ.

"თეგეტა ჰოლდინგი", ავტოინდუსტრიაში ტრადიციულად მამაკაცებით დომინირებულ სექტორში, სისტემურად უჭერს მხარს ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის ინიციატივებს, რომელიც კომპანიის CSR სტრატეგიის ნაწილია. კომპანიაში სჯერათ, რომ ქალები პროფესიონალიზმით, მიზანდასახულობითა და შეუპოვრობით მუდმივად ამტკიცებენ, რომ წარმატებას განსაზღვრავს არა გენდერი, არამედ ცოდნა, შრომა და მონდომება. "თეგეტას" ქალთა გაძლიერების პროგრამებიც ზუსტად ამას ასახავს. ის მოიცავს ქალი ლიდერების გაძლიერებას, პროფესიული განვითარების შესაძლებლობებსა და ორგანიზაციული კულტურის ტრანსფორმაციას. ბოლო ერთ წელიწადში ქალთა წარმომადგენლობა ტოპ-მენეჯმენტში 18%-დან 32.35%-მდე გაიზარდა, ხოლო 2023 წელს კომპანიამ პირველად დანიშნა ქალი CEO.
დღეს ქალები კომპანიის თანამშრომელთა 24%-ს შეადგენენ, მათ შორის ტექნიკურ, საინჟინრო, სერვისის პოზიციებზე. "თეგეტა ჰოლდინგი" იყო პირველი კომპანია, რომელმაც მსუბუქი და მძიმე ტექნიკის მიმართულებით პირველი ქალი მექანიკოსები მოამზადა და დაასაქმა. "თეგეტა აკადემიის" პროგრამების ფარგლებში გასულ წელს 172-მა ქალმა გაიარა პროფესიული გადამზადება. კომპანია ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანიაა 2019 წლიდან, აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან - გაეროს სააგენტოებთან ამ საკითხებზე, ახორციელებს ცნობიერების ამაღლების პროექტებს, როგორიცაა „მამაკაცური საუბრები“, „მამების სკოლა“, კამპანიებს და ა.შ. დანერგილი აქვს სექსუალური შევიწროების პრევენციის პოლიტიკა და თანასწორი სამუშაო გარემოს სტანდარტები. კომპანია კაცებით დომინირებულ სექტორებზე სტერეოტიპების მსხვრევას საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტშიც ცდილობს - მათ შორისაა ქალი რალისტებისა და ქალი ფეხბურთელების მხარდაჭერა, ქალების გაძლიერება ციფრულ პროფესიებში და სხვ.
"თეგეტა ჰოლდინგის" შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით "თეგეტას" 28 სერვისცენტრი აქვს. "თეგეტა" ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. "თეგეტა" მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. "თეგეტა ჰოლდინგი", 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
პოლიტიკა
- განვიხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას წინსვლისთვის სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად - აშშ
- საქართველოს საგარეო უწყება გმობს აზერბაიჯანში, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით შეტევას
- „ქართული ოცნების“ მთავრობა, ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით, სწორი მიმართულებით არ მიდის - კაია კალასი
- მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ნინო წილოსანი
საზოგადოება
- ქალი მართავს – "თეგეტამ" მარტის კამპანია დაიწყო
- 7-9 მარტს საქართველოში ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება
- 2026-2027 სასწავლო წლისთვის, სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა გაიზარდა
- მეც ვტოვებ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს, არასწორ და რთულ სფეროს ებრძვით, „მეგობრებო“, ხელოვანები იყვნენ და არიან ხელისუფლებაში მყოფებისთვის ყველაზე სახიფათო ადამიანები და ასე იქნება ყოველთვის - ანდრო ჭიჭინაძე
სამართალი
- თბილისში, პირმა საცხოვრებელ სახლში უმისამართოდ რამდენჯერმე გაისროლა, რა დროსაც დედამისი დაიჭრა - ბრალდებული დაკავებულია
- ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
- სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი გია ონიანი, ასევე, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელები დააკავეს
- თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიების განახლების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს
მსოფლიო
- დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის „კარგი ლიდერის“ თანამდებობისთვის რამდენიმე კანდიდატი ჰყავს
- ვიმედოვნებთ, ევროკავშირში 90 მილიარდიდან პირველ ტრანშს ერთი ადამიანი არ დაბლოკავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მისამართს ჩვენს ჯარისკაცებს მივცემ, დაურეკონ და მისთვის გასაგებ ენაზე ელაპარაკონ - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანმა ტერორისტული აქტი ჩაიდინა აზერბაიჯანის სახელმწიფოს წინააღმდეგ, მისმა ჩამდენებმა დაუყოვნებლივ უნდა აგონ პასუხი - ილჰამ ალიევი
- ირანმა ნახიჩევანზე დრონებით იერიში მიიტანა - აზერბაიჯანული მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსში“ Michelin-ის საბურავების შეძენისას მომხმარებლები საბურავების სასტუმროს უფასო მომსახურებით ისარგებლებენ
- „მაზდა ცენტრი თეგეტამ“ საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო მეოთხედ მოიპოვა
- Zeekr 9X უკვე საქართველოშია - Zeekr Center Tegeta-მ ახალი პრემიუმ SUV წარადგინა
- Tegeta Comfort – შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
















