Tegeta X Reckless - როცა საჩუქარი ბრენდის ამბავს ჰყვება
საქართველო, თბილისი - 12:30 | 13.03.2026 ნანახია: 3309
ავტომობილიდან დაღვრილი ზეთის ზედაპირზე წარმოქმნილი ანარეკლი, როგორც ინსპირაცია - ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ინდუსტრიული დეტალი „თეგეტა ჰოლდინგის“ მარტის კამპანიის ერთ-ერთ მატერიალურ სიმბოლოდ იქცა. ზეთი და წყალი ერთმანეთს არ ერწყმის, თუმცა მათი შეხებისას ზედაპირზე ყველაზე მოულოდნელი და მრავალფეროვანი ფერები ჩნდება. ამ იდეას ეფუძნება საჩუქარი „თეგეტას“ თანამშრომელი ქალებისათვის, რომელიც ჰოლდინგის მარტის კამპანიის ფარგლებში დამზადდა. კამუფლაჟის სტილის ქურთუკი Reckless-თან კოლაბორაციით შეიქმნა.

თეონა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ უფროსი არტდირექტორი: „ქალი მართავს“ - ეს არის „თეგეტას“ მარტის კამპანიის მთავარი სათქმელი, რომელიც, გარე კომუნიკაციასთან ერთად, გვსურდა, პირველ რიგში, სწორედ გუნდის წევრებისთვის გაგვეზიარებინა. გადავწყვიტეთ, თეგეტელი ქალებისთვის განსაკუთრებული, სიმბოლური საჩუქარი გადაგვეცა - ქურთუკები, რომლებიც Reckless-თან ერთად შევქმენით. დიზაინის იდეა პირდაპირ ჩვენი ინდუსტრიიდან მოდის. გამოყენებული შთაგონებულია ავტომობილიდან დაღვრილი ზეთის ზედაპირზე წარმოქმნილი ირიდესცენტული ეფექტით, უფრო კონკრეტულად, იმ მომენტით, როდესაც ზეთი და წყალი ერთმანეთს ეხება და სრულიად მოულოდნელ, მრავალფეროვან ფერებს ქმნის. ხშირად ამბობენ, რომ წყალი და ზეთი ერთმანეთს არ ერწყმის, თუმცა სწორედ მათი შეხებისას ჩნდება ყველაზე საინტერესო ვიზუალური შედეგი. ეს ვიზუალური ეფექტი ერთგვარი მეტაფორაა - ისევე როგორც ზეთი და წყალი ქმნის მოულოდნელ ფერებს, ჩვენ, ქალები, ხშირად ვქმნით იმ შესაძლებლობებს, სადაც სხვები მხოლოდ შეზღუდვებს ხედავენ. ვიზუალურად ქურთუკის ფერთა პალიტრა კამუფლაჟსაც მოგვაგონებს, რაც გარკვეულწილად უკავშირდება ქალის სიმტკიცესა და გამძლეობას და იმ ძალას, რომლითაც ქალი საკუთარ გზას მართავს“.
არჩევანი ბრენდ Reckless-ზე ბუნებრივად შეჩერდა. თანამედროვე ქართულ მოდაში თავისი თავისუფალი და სოციალური ნარატივით გამორჩეული ბრენდი „თეგეტას“ ხედვას არა მხოლოდ ესთეტიკურად, არამედ კონცეპტუალურადაც დაემთხვა. ჰოლდინგისთვის Unisex მერჩი დიდი ხანია კორპორაციული კულტურის ნაწილია. ორივე ბრენდის თანაკვეთაც საერთო სტილის, Streetwear-ის, შექმნას უკავშირდება. ეს ორი განსხვავებული სფეროს ორგანული შეხვედრაა, რომლის მიზანიც არა კონკრეტული კატეგორიის, არამედ ყველა ადამიანის პერსონალური იდენტობის წინ წამოწევაა.
თორნიკე აფრიდონიძე, Reckless-ის დირექტორი: „Reckless-ისა და „თეგეტას“ ხასიათი საოცრად ემთხვევა ერთმანეთს ინოვაციურობითა და გამბედაობით. ამ კოლაბორაციით გვინდოდა, სიმარტივეში დამალული სილამაზე გადმოგვეცა. ალბათ ყველას გვინახავს ავტომობილის დაღვრილ ზეთსა თუ საწვავში მოხვედრილი წვიმის წყალი, რომელიც ფერთა ფართო პალიტრას ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ეს მშვენიერი სანახაობა ხშირად თვალს ეკარგება, მეხსიერებას ის ყოველთვის ახსოვს. სწორედ ასე შეიქმნა ფათერნი, რომელიც ტექნიკური სილუეტის სამოსს მოვარგეთ. ამ სტილის ქურთუკები დღეს ძალიან პოპულარულია Streetwear-ში და ვფიქრობ, ჩვენმა ერთობლივმა ნამუშევარმა ზუსტად დაიჭირა ის ზღვარი, სადაც ინდუსტრიული ესთეტიკა და თანამედროვე მოდა ერთმანეთს ხვდება“.
„თეგეტა ჰოლდინგის“ 600-ზე მეტმა თანამშრომელმა ქალმა ეს სიმბოლური საჩუქარი უკვე მიიღო. თუმცა კომპანიისათვის ქალების გაძლიერება და მხარდაჭერა მხოლოდ სადღესასწაულო ინიციატივებით არ შემოიფარგლება. ეს არის თანმიმდევრული გრძელვადიანი პოლიტიკა, რომელიც პროფესიული განვითარების თანაბარ შესაძლებლობებს, გადამზადების პროგრამებს, თანასწორი გარემოს შექმნას და ამ ყველაფრით იმ სტერეოტიპების მსხვრევას გულისხმობს, რომლებიც არაერთ სფეროს, მათ შორის ავტოინდუსტრიას ჯერ კიდევ ახლავს თან. თუმცა ცვლილებების კარგი მაგალითია „თეგეტა“, რომლის მართვაშიც ქალები სულ უფრო აქტიურად ერთვებიან - ტექნიკური პოზიციებიდან დაწყებული, ტოპ-მენეჯმენტის ჩათვლით.
სწორედ ამ სისტემური მიდგომის საფუძველზე განისაზღვრება თითოეული აქტივობის შინაარსი. კომპანიაში ამბობენ, რომ შიდა კომუნიკაციისას ყოველ დეტალს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
თეონა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ უფროსი არტდირექტორი: „ჩემთვის კორპორაციული საჩუქრები არასდროს არის უბრალოდ ფორმალური ჟესტი. პირიქით, ვფიქრობ, რომ ისინი კომუნიკაციის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმაა. სწორედ ასეთ დეტალებში ჩანს, რამდენად გააზრებულად ესაუბრება ბრენდი საკუთარ ადამიანებს, თანამშრომლებს, რომლებიც ბრენდის ამბასადორები არიან. ისინი ყოველდღიურად ქმნიან „თეგეტას“ კულტურას და სწორედ მათი გამოცდილებითა და ენერგიით ცოცხლობს ბრენდი. როდესაც ნივთის უკან დგას იდეა, კონტექსტი და ემოცია, ის უბრალოდ საჩუქარი აღარ არის, იქცევა სიმბოლოდ, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ბრენდის ამბავს ბუნებრივად ჰყვება“.
კომპანიის ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რეალური ცვლილებები სწორედ გუნდის შიგნით აღიარებითა და დაფასებით იწყება. შინაარსით დატვირთული საჩუქარი კი მხოლოდ ნივთი არ არის, ის ხელშესახები დასტურია იმისა, რომ ქალი მართავს, მართავს გადამდები შთაგონებით, რაც კომპანიისთვის - წარმატების, ხოლო გარშემომყოფებისთვის დიდი სტიმულის მიმცემია.
--
,,თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. ,,თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი”, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















