Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე დრონი „მოდელები“ გამოფრინდნენ

საქართველო, თბილისი - 15:29 | 26.02.2018
ნანახია: 1170

იტალიური მოდის სახლმა Dolce & Gabbana-მ ნამდვილი პერფონმანსი მოაწყო მილანის მოდის დახურულ ჩვენებაზე.

ველასათვის ჩვეული დახვეწილი მოდელების მაგივრად პოდიუმზე დრონები გამოფრინდნენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მიწვეული სტუმრები ბოლო მომენტამდე არ ფლობდნენ ინფორმაციას თუ რა ელოდათ მათ. ისინი მშვიდად ელოდნენ ჩვენების დაწყებას, რომელიც 45 წუთის დაგვიანებით დაიწყო. მიზეზად კი Wi-Fi გათიშვას ასახელებდნენ.

შოუს დაწყება ნამდვილი მოულოდნელობა იყო ყველასთვის. დრონი „მოდელები“ პირდაპირი გაგებით გამოფრინდნენ პოდიუმზე, რომლებმაც კაბების მაგივრად ჩანთები წარმოადგინეს.

პერფონმანსი სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა, რის შემდგომაც პოდიუმი პროფესიონალმა მოდელებმა დაიკავეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე