როდის გაქვთ შესაფერისი ასაკი ქორწინებისთვის ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
საქართველო, თბილისი - 12:53 | 23.02.2018 ნანახია: 2629
ამერიკელი ასტროლოგების ჯგუფმა, რომელიც ხანგრძლივად იკვლევდა წყვილების დაოჯახების საკითხს საკმაოდ საინტერესო ჰიპოთეზა წამოაყენა იმის თაობაზე, თუ კონკრეტულად რომელ ასაკში ჯობია ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებისთვის დაქორწინება. მოდი, ერთობლივად განვიხილოთ ეს სტატისტიკა
ვერძი
ვერძების დიდი ნაწილი ფეთქებადი და ტემპერამენტიანი ხალხია. ამიტომ მათ შორის ნაადრევი ქორწინების მსხვერპლთ საკმაოდ ხშირად ვხვდებით. რეალურად კი ასტროლოგები ვერძის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს 26-27 წლის შემდეგ ურჩევენ დაქორწინებას. ამ დროს მათი ცეცხლოვანი ხასიათი შედარებით შესუსტებულია ცხოვრებისეული გამოცდილებებით, რაც საშუალებას აძლევს ვერძს ოჯახი შეინარჩუნონ.
კურო
კურო ბუნებით მშვიდი, სტაბილური და წინდახედული ნიშანია. თუმცა, დაოჯახებას ყველა ამ თვისებებიდან გამომდინარე კუროები იშვიათად ჩქარობენ. ამიტომ ნაადრევად დაქორწინებულ წყვილებში კუროს ძალზე იშვიათად ვხვდებით. საქმე იმაშია, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები ყოველთვის რეალურად აფასებენ სიტუაციას და პასუხისმგებლობასაც სრული გაგებით ეკიდებიან. თუმცა, ასტროლოგები სწორედ ამ თვისებების გამო ურჩევენ კუროს ოჯახი 23-25 წლის შუალედში შექმნას. უფრო მეტიც, იგი შესაძლოა გაცილებით უფრო ადრეც იყოს მზად ამგვარი ტვირთის ასატანად.
ტყუპი
ტყუპი ჰაერის სტიქიის ნიშანია. ეს ხალხი ცვალებადი ხასიათითა და არაპროგნოზირებადი საქციელით გამოირჩევა. ამიტომ ტყუპს მაძიებელი ბუნებისა და მუდმივად სიახლეების სიყვარულის გამო ასტროლოგები გვიან ასაკში ურჩევენ ქორწინებას. თუმცა, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებშიც ძალიან ხშირად გვხდებიან ისეთები, ვინც საკმაოდ ადრეულ ასაკში და სპონტანურად იღებს დაოჯახების გადაწყვეტილებას. თუმცა, ტყუპი განქორწინებასაც ზუსტად ასეთივე ზედაპირულობით ეკიდება, ამიტომ ამ ადამიანებისთვის ორი ან სულაც სამი ქორწინება ჩვეულებრივი ამბავია.
კირჩხიბი
კირჩხიბები ბუნებით ფრთხილი, დაკვირვებული და ემოციურად ძალზე მგრძნობიარე ტიპაჟები არიან. მათთვის დაოჯახების საკითხი ზოგადად ძალზე მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი უმთავრესი თემაა ცხოვრებაში. თუმცა გადამეტებული სიფრთხილისა და პრეტენზიულობის გამო, კიბო ქორწინებას ადრეულ წლებში იშვიათად ჩქარობს. სამაგიეროდ, ასტროლოგები კირჩხიბს ნებისმიერ ასაკში რთავენ ქორწინების ნებას. მთავარია, ამ ადამიანებმა მათთვის ემოციურად თავსებადი პარტნიორი იპოვონ, ოჯახის სიმყარეს კი კირჩხიბისთვის ასაკობრივი ცენზი იშვიათად განაპირობებს.
ლომი
ლომი ცეცხლოვანი ტემპერამენტის მქონე, ამბიციური და ეპატაჟური ნატურაა. ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ხალხი დიდ ყურადღებას აქცევს იმას, თუ რას ფიქრობენ მისი პერსონის შესახებ სხვები. საფიქრალი და საჭორაო კი ლომებზე მართლაც ბევრი აქვს საზოგადოებას. იმიტომ რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანების ცხოვრებაში, როგორც წესი ბლომადაა მხურვალე რომანები და დაშორება-შერიგების ამაღელვებელი სცენები. რაც შეეხება ქორწინებისთვის ოპტიმალურ ასაკს, ასტროლოგების აზრით ლომს ნებისმიერ ასაკში აქვს ჰარმონიული ოჯახის შექმნის შანსი, თუკი მეუღლე მის მეფურ "გამოხტომებს" შეეგუება.
ქალწული
ის ალბათ ყველაზე პრეტენზიული და ფრთხილი ნიშანია ზოდიაქოს დანარჩენ წარმომადგენლებს შორის, რომელიც ქორწინების საკითხს და მომავალ პარტნიორს "გამადიდებელი შუშით" აკვირდება და პოტენციური პარტნიორის სტატუსი ხშირად სამუდამოდ რჩება "მომავალ დროში" განსახილველ თემად მისთვის. ქალწული უზომოდ ფრთხილი, რეალისტი და დაკვირვებული ინდივიდია. აქედან გამომდინარე, ასტროლოგები ამ ნიშნის წარმომადგენლებს ადრეულ ასაკში ქორწინებას ურჩევენ, მანამ სანამ მათ ხასიათში გადამეტებული კრიტიკულობა და პედანტიზმი მყარად გაიდგამს ფესვებს.
სასწორი
სასწორი ჰაერის სტიქიას განეკუთვნება. თუმცა, ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ იგი ყველაზე დაბალანსებულია ამ სტიქიის წარმომადგენლებს შორის. მაგრამ პრობლემური მხარეები მასაც აქვს და თანაც საკმაოდ ბევრი. დაოჯახება და ზოგადად პარტნიორის ყოლა, ნებისმიერი სასწორისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო საკითხია ცხოვრებაში. თუმცა თვისება, გამუდმებით შეეპაროს ეჭვი საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში, ხშირად ხდება მიზეზი იმისა, რომ სასწორი რამდენჯერმე ქორწინდება. აქედან გამომდინარე, ასტროლოგები სასწორებს მყარი ნებისყოფის მქონე, მტკიცე ხასიათის პარტნიორის პოვნას ურჩევენ. ხოლო ასაკი თუ როდის გადაწყვეტს იგი დაოჯახებას, ასეთ შემთხვევაში უკვე მეორეხარისხოვანი იქნება.
მორიელი
მორიელი ემოციური, ვნებიანი და უზომოდ ექსპრესიული ხასიათის ტიპია. ამიტომ გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები საპირისპირო სქესის მიმართ ინტერეს ძალიან ადრეული ასაკიდან ამჟღავნებენ. მართალია, ემოციურობის პარალელურად, მორიელს ძლიერი ნებისყოფა და თავშეკავების უნარიც გააჩნია, მაგრამ ასტროლოგები ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ხალხს მაინც გვიან ასაკში ურჩევენ ოჯახის შექმნას.
მშვილდოსანი
თავგადასავლების მოყვარული, მუდმივად მოხეტიალე და დამოუკიდებელი ტიპაჟია. სასიყვარულო ავანტურებისა და მსუბუქი ფლირტის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, მაგრამ როცა ჯერი ქორწინებაზე მიდგება უკიდურესობები ახასიათებს. ან დაუფიქრებლად იღებს გადაწყვეტილებას, რომელსაც შემდგომში აუცილებლად ინანებს და განქორწინებით დაასრულებს, ან მართლა საჭირო ადამიანს ჰკრავს ხელს მარტოოდენ იმის გამო, რომ საკუთარი თავისუფლება გაცილებით უფრო ძვირად უღირს. ასტროლოგები მშვილდოსანს ყველაზე არასაიმედოთა რიცხვში მოიხსენიებენ და ურჩევენ ოჯახი გვიან ასაკში შექმნას, ან სულაც სამოქალაქო ქორწინებით შემოიფარგლოს.
თხის რქა
თხის რქა სატურნის მმართველობაში მყოფი მიწის სტიქიის წარმომადგენელია. ამიტომ ამ ადამიანების ხასიათში ისეთი თვისებები სჭარბობს როგორიცაა – წინდახედულება, ცივი გონებით აზროვნების უნარი და მაქსიმალური სიფრთხილე. თხის რქა დაოჯახების საკითხსაც დიდი სიფრთხილით და გარკვეული შიშით ეკიდება. ამიტომ ნაადრევად დაქორწინებულ წყვილებს შორის ძალზე ცოტა თხის რქას ვხვდებით. სამაგიეროდ, თუკი მიიღო ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგნელმა გადაწყვეტილება, ოჯახურ იდილიას იშვიათად ცვლის თავისუფლებაზე.
მერწყული
მერწყული ჰაერის სტიქიის ყველაზე ექსცენტრიკული, არაპროგნოზირებადი და კრეატიული წარმომადგენელია. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ხალხი განსაკუთრებულ მიდრეკილებას არასოდეს ამჟღავნებს ოჯახის შექმნის მიმართ, აქედან გამომდინარე, მერწყულებს შორის ყველაზე ხშირად ვხვდებით ე.წ. "თავისუფალი ურთიერთობის" მომხრე ინდივიდებს. თუ მაინც კანონიერ ქორწინებაზე მიდგა საქმე, ასტროლოგები მერწყულს გვიან ასაკში ურჩევენ ამ ნაბიჯის გადადგმას.
თევზები
თევზები რბილი, ემოციური და თანამგრძნობი ბუნების ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნებიან. მათთვის ხშირად რთულია გადაწყვეტილების მიღებისას, თავი დააღწიონ გარშემო მყოფთა ზეგავლენას. ამიტომ თუკი ნაადრევად ქორწინებდა კიდეც თევზი, ეს ძირითადად პარტნიორის აქტიურობის შედეგი უფროა ვიდრე მისი. თუმცაღა ემოციური ბუნებისა და ცვალებადი ხასიათის გამო, რამდენად მყარი იქნება თევზისთვის ადრეულ ასაკში შექმნილი ოჯახი ეს უკვე სხვა საკითხია.
წყარო: https://astrologi.ambebi.ge
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















