შრომის უსაფრთხოების კანონპროექტი ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის ინტერესებს მოემსახურება - აკაკი ზოიძე
საქართველო, თბილისი - 15:38 | 21.02.2018 ნანახია: 1193
„ჩვენ დღეს ვიღებთ მართლაც დაბალანსებულ კანონმდებლობას, რომელიც მართლაც მოემსახურება ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის ინტერესებს",- ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, შრომის უსაფრთხოების კანონპროექტის შეფასებისას განაცხადა.
აკაკი ზოიძის თქმით, შრომატევადი სამუშაო პროცესის შემდეგ, მნიშვნელოვან საკითხებზე კონსესუსი იქნა მიღწეული. კომიტეტის თავმჯდომარემ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს, დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილს და პროცესში მონაწილე ყველა მხარეს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, აუცილებელი იქნება მუშაობის გაგრძელება ახალი საკანონმდებლო ინიციატივების მიმართულებით, რომლებიც შრომის უსაფრთხოების მიმართულებით მეტი გარანტიას უზრუნველყოფს.
„თქვენს ყურადღებას მივაპყრობ კანონპროექტს, რომელსაც მეორე მოსმენით, რამდენიმე დღის წინ მხარი დაუჭირა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა და რომელიც ეხება სწორედ უსაფრთხო შრომას, რომელიც არის შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი და თანმდევი პაკეტი და რომელიც იყო შედეგი საკმაოდ ხანგრძლივი, მაგრამ შრომატევადი პროცესისა, კონსესუსის აშენების ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ, როგორიც გახლავთ საკანონმდებლო გარემოს შექმნა ამ ქვეყანაში, რომელიც ერთის მხრივ, ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და მეორეს მხრივ, ხელს უწყობს იმას, რომ ეს სამუშაო ადგილები იყოს უსაფრთხო და არ წარმოადგენდეს საფრთხეს მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის. აი ამ ოქროს შუალედზე შეჯერებას დასჭირდა ის დრო, რომელიც გავიდა პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით კანონპროექტის პრინციპებისთვის მხარის დაჭერის შემდგომ. ამ პროცესში მონაწილეობდა ყველა დაინტერესებული მხარე, დამსაქმებლები, დასაქმებულთა წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, დაინტერესებული მოქალაქეთა ჯგუფებიც და ამას ხელმძღვანელობდა და კოორდინაციას უწევდა ჩვენი კოლეგა დიმიტრი ცქიტიშვილი, რომელსაც, ასევე, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისთვის, ისევე, როგორც ამ პროცესში მონაწილე ყველა მხარეს. მინდა, კოლეგებო, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ მიუხედავად იმ განცხადებებისა, რომლებიც საჯარო სივრცეში გვესმის ერთი, მეორე ან მესამე მხრიდან, ჩვენ დღეს ვიღებთ მართლაც დაბალანსებულ კანონმდებლობას, დღეს და ხვალ ამ სხდომაზე, რომელიც მართლაც მოემსახურება ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის ინტერესებს. მაგრამ, იმავდროულად, მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ შრომის ინსპექცია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი უსაფრთხოებისა, მაგრამ არ გახლავთ ერთადერთი. აუცილებელი იქნება მუშაობის გაგრძელება ახალი საკანონმდებლო ინიციატივების მიმართულებით, რომელიც კიდევ უფრო მეტ გარანტიას და მეტ მექანიზმს აამუშავებს შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში შეწყდეს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა, იმისთვის, რომ ჩვენ არ გვეღუპებოდეს ადამიანები თავიანთ სამუშაო ადგილებზე, იმ პროცესში, როდესაც თავიანთი ოჯახებისთვის სარჩო მიაქვთ. ამიტომ, აქ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ინტერპარტიულიც და პარტიათაშორისი საზღვრების გარეშეც ვიმუშაოთ ყველამ ერთად ამ თემებზე, რაც ეხება, იგივე, ხელშეწყობის მექანიზმებს, რომ მეტი წახალისება ჰქონდეს ბიზნესს, რომ შრომის უსაფრთხოების ნორმები დაიცვან, სასამართლო პრაქტიკის გამკაცრება, მათ შორის, სისხლის სამართლის კანონმდებლობა შრომის უსაფრთხოების ნორმების იგნორირების მიმართულებით და მთელი რიგი სხვა ინიციატივები, რომლებიც ევროპის საუკეთესო პრაქტიკას მოიცავს და ამ კუთხით, მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომელიც მან გააკეთა იმის თაობაზე, რომ პარლამენტი იქნება ღია პლატფორმა სამმხრივი დიალოგისთვის და არა მარტო სამმხრივი დიალოგისთვის, არამედ ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით ამ მიმართულებით",- განაცხადა აკაკი ზოიძემ.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: „მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია“
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















