ირაკლი ღარიბაშვილი სან-მარინოს რესპუბლიკის საგარეო და პოლიტიკურ საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 11:11 | 21.11.2015
ნანახია: 1582

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სან-მარინოს რესპუბლიკის საგარეო და პოლიტიკურ საქმეთა მინისტრს, პასქუალე ვალენტინის შეხვდა.

საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები შეხვედრის მთავარი თემები იყო.

მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მნიშვნელობაზე, რაც პოლიტიკური კონსულტაციების რეგულარულად გამართვას შეუწყობს ხელს.

პრემიერ-მინისტრმა სან-მარინოს საგარეო და პოლიტიკურ საქმეთა მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გაეროს რეზოლუციების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საუბარი ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებასაც შეეხო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე