მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვეტოს განხილვას პარლამენტი, 21 თებერვალს გეგმავს
საქართველო, თბილისი - 17:32 | 19.02.2018 ნანახია: 1025
პარლამენტის ბიურომ 21-23 თებერვლის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელა.
პარლამენტი, 21 თებერვლის პლენარულ სხდომაზე, განიხილავს საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტებზე.
მიმდინარე სასესიო კვირაში დაგეგმილა 50-ზე მეტი საკითხის განხილვა.
პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით იქნება განხილული კანონპროექტი „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
ცვლილებები ითვალისწინებს უმნიშვნელოვანეს სიახლეებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და საადვოკატო საქმიანობის უფრო მაღალი სტანდარტით რეგულირების მიზნით.
პირველი მოსმენით იქნება, ასევე, განხილული საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი.
კანონპროექტით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ენიჭება უფლებამოსილება, სააპელაციო სასამართლოში განახორციელოს მოსამართლეთა უფრო ვიწრო სპეციალიზაცია. შემოთავაზებული ცვლილებებით წესრიგდება სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების დაკისრების წესი. კანონპროექტით ამომწურავად რეგულირდება სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მისი მოვალეობის შესრულების წესი, კერძოდ, ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის არყოფნისას სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით - სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე.
მიმდინარე სასესიო კვირაში დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ განხილვა.
რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს პარლამენტის წევრთა ქცევის წესების დადგენასა და შესაბამისი რეგულაციების შემოღებას, ხოლო დადგენილების პროექტით კი, პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცება ხდება.
პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილავენ „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების თაობაზე“ კანონპროექტს. წარმოდგენილი ცვლილებებით, შესაძლებელი ხდება სახელმწიფო ხარჯზე იურიდიული დახმარებით ისარგებლოს არამხოლოდ ოჯახში ძალადობის მსხვერპლმა, არამედ ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის მსხვერპლმაც, როგორც საზოგადოებრივ, ისე პირად ცხოვრებაში მომხდარი ძალადობის შემთხვევაში.
ბიუროს წევრებმა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრეს და საორგანიზაციო საკითხების განიხილეს.
საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ წამყვან კომიტეტად ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი განისაზღვრა.
წარმოდგენილი ცვლილებით საჯარო საქმიანობად არ ჩაითვლება აგრეთვე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა, და შესაბამისი აღნიშნული საქმიანობა არ გამოიწვევს სახელმწიფო პენსიის გაცემის შეწყვეტას.
ბიუროს სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ 2-3 დღეში გარემოს დაცვისა და ბუნებრივ რესურსების კომიტეტი და ფრაქცია „ქართული ოცნება“ მნიშვნელოვან ინიციატივას წარმოადგენს, რომელიც ჰაერის დაბინძურების პრევენციას და ზოგადად, გარემოს დაცვის საკითხს შეეხება.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მომართვის საფუძველზე პარლამენტის ბიურომ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის ვადა 21 დღით გაახანგრძლივა.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საპარლამენტო კონტროლის უზრუნველყოფის ფარგლებში, ხვალ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი დახურულ ფორმატში, მოისმენენ სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, 21 თებერვალს, ქუთაისში, ბიუროს სხდომა 11:30 წუთზე დაიწყება, ხოლო პლენარული სხდომა 12:00 საათზე გაიხსნება.
პოლიტიკა
- უკრაინა მზადაა რეალური კომპრომისებისთვის, მაგრამ არა კომპრომისებისთვის ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ფასად - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პანდემიის რთული პერიოდის შემდეგ ბაზა არ გაჯანსაღებულა, ამიტომ რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია - კახა კალაძე სოციალურად დაუცველთა სიების გადამოწმებაზე
- საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების მაქსიმალური რაოდენობა არის 257 000, ბინადრობის ნებართვა გაცემულია 164 ქვეყნის 107 307 მოქალაქეზე - ირაკლი კობახიძე
- ჩვეულებრივი ამბავია, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, შეიძლება, ყოფილი მინისტრიც იყოს დაბარებული - გია ვოლსკი ლევან დავითაშვილზე
საზოგადოება
- საქართველოში 21-22 თებერვალს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 23 თებერვალს კი იწვიმებს
- „თეგეტა“ „კავკასიის მედიცინის ცენტრთან“ პარტნიორობით თანამშრომლებისთვის ჯანმრთელობის პროგრამას იწყებს
- ახალგაზრდები მწვანე მომავლისთვის - „თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერით ზამთრის ბანაკი გაიმართა
- 14-15 თებერვალს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს
სამართალი
- თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიების განახლების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს
- საგამოძიებო სამსახურმა ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე საწარმოს ხელმძღვანელი დააკავა
- პროსტიტუციის ხელშეწყობის ფაქტზე დაკავებული მომღერალი, ხატია წერეთელი თავისუფალია
- პროკურატურა: ე.წ. ქოლცენტრების, თაღლითობისა და ფულის გათეთრების საქმეზე დაკავებულია ელისო კილაძე. ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება ოთარ ფარცხალაძეს
მსოფლიო
- უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ტერიტორიული საკითხი კვლავ გადაუჭრელი რჩება - ჯორჯია მელონი
- აშშ-ის პრეზიდენტი გამუდმებით ამბობს, რომ ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა ჰყავთ, თუმცა ამ ძალას ზოგჯერ შეიძლება იმდენად ძლიერი დარტყმა მიაყენონ, ვეღარ აღდგეს - აიათოლა ალი ხამენეი
- მოსკოვის სასამართლომ ჟურნალისტ ეკატერინე კოტრიკაძეს რვა წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა
- დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ აშშ მხარს დაუჭერს ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის წინააღმდეგ ისრაელის დარტყმებს - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Comfort – შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
- Volvo Cars EMEA - „ვოლვო ქარ კავკასიამ“ პრესტიჟულ ბიზნესკონფერენციას საქართველოში პირველად უმასპინძლა
- „თეგეტა“ აზერბაიჯანის სამელიორაციო სისტემების მოდერნიზებისთვის - მეზობელ სახელმწიფოს ჰოლდინგმა JCB-ს ტექნიკა მიაწოდა
- Porsche, Bentley, Lamborghini - პრემიუმ ბრენდების მარკეტინგის მიმართულებას საქართველოში თათო ხოსროშვილი უხელმძღვანელებს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















