რა პერიოდში უნდა მიაქციოთ სიზმრებს განსაკუთრებული ყურადღება
საქართველო, თბილისი - 11:18 | 19.02.2018 ნანახია: 2827
სიზმარს ყველა ხედავს, მაგრამ ყველამ როდი იცის, რომელ დღეებში აქვთ მათ წინასწარმეტყველური მინიშნებები.
სიზმარი გვკარნახობს, როგორ ვიმოქმედოთ, რა ცვლილება შევიტანოთ პირად ცხოვრებაში, როგორ გავხდეთ ძლიერი და თავდაჯერებულები კარიერაში.
ამა თუ იმ სტიქიის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს, სიზმარი გარკვეულ დღეებში, კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის. ასე რომ, ყურადღება მიაქციეთ, რაზე მიგანიშნებთ კონკრეტულ დღეებსა და თვეებში ნანახი სიზმრები, კარგად გააანალიზეთ და იმოქმედეთ ფრთხილად და წინდახედულად.
წყლის სტიქია
კირჩხიბი, მორიელი, თევზები – წყლის ნიშნები ღამეული ხილვების მეუფედ მიიჩნევა და მათ, ყველამ უნდა გაუწიოს ანგარიში. წყლის სტიქიის წარმომადგენლებს სიზმრები ყოველთვის მრავალფეროვანი აქვთ. ხშირად ამ ნიშნით დაბადებული, სწორედ სიზმრის სახით იღებს საჭირო ინფორმაციას. შესაძლოა, მათ სიზმარში ახლობელი ადამიანის ბედისწერაც კი ნახონ. ამიტომ, თუ ამ სტიქიით დაბადებული ადამიანი სიზმარში გიხილავთ, ყურადღებით მოუსმინეთ და მათი რჩევებიც გაითვალისწინეთ.
წყლის სტიქიის ნიშნებს წინასწარმეტყველური სიზმრები შემდეგ თვეებსა და დღეებში უმძაფრდებათ: 18.01, 19.01, 02.02, 19.02, 24.02, 21.03, 18.04, 19.04, 06.05, 16.05, 03.06, 12.06, 13.06, 01.07, 12.10, 30.10, 21.12, 31.12.
ჰაერის სტიქია
ტყუპები, სასწორი, მერწყული – ჰაერის სტიქიის ქვეშ დაბადებულები, სიზმრებში მოისუსტებენ. ისინი სიზმარში უფრო რიცხვებს, ანგარიშს, ცხრილებს, სქემებსა და ასოებს ხედავენ. შესაძლოა, თუ ყურადღებით დააკვირდებიან, რაიმე ფორმულაც კი ამოხსნან; ან მიხვდნენ, როგორ მოიგონ ტოტალიზატორში, ლოტოში ან კაზინოში. თუ ისინი შეძლებენ, ჩასწვდნენ მეტაფიზიკურ სამყაროს, მაშინ ამ კუთხით სერიოზულად წაიწევენ წინ.
ჰაერის სტიქიის ნიშნებმა დიდი შანსია, წინასწარმეტყველური სიზმრები, შემდეგ დღეებსა და თვეებში ნახონ: 20.01, 27.01, 31.01, 21.02, 29.02, 19.05, 24.05, 01.06, 08.06, 15.06, 01.09, 15.09, 29.09.
ცეცხლის სტიქია
ვერძი, ლომი, მშვილდოსანი – ცეცხლის სტიქიის ქვეშ დაბადებულები, მდიდარი ფანტაზიის უნარით გამოირჩევიან. ამის გამო, ხშირად მათი სიზმრები ფერადი და სერიულია. არ არის გამორიცხული, ხშირად დაესიზმროთ ცნობილი და გავლენიანი ადამიანები. სიზმარში, ისინი ეჭიდებიან სერიოზულ პროექტებს, იპყრობენ მწვერვალებს, შემოქმედებითად იღვწიან და ეს ყველაფერი, მათი ამბიციური ბუნების შედეგია. თუმცა, სიზმარში მიღებულ გაფრთხილებას, ხშირად იგნორირებას უკეთებენ, რაც შემდგომ, ცხადში ძვირად უჯდებათ.
ცეცხლის სტიქიის ქვეშ დაბადებული წინასწარმეტყველურ და გამაფრთხილებელ სიზმრებს ყველაზე ხშირად შემდეგ დღეებსა და თვეებში ხედავს: 20.03, 22.03, 26.03, 02.04, 05.04, 11.04, 13.04, 02.08, 07.08, 18.08, 04.12, 13.12.
მიწის სტიქია
კურო, ქალწული, თხის რქა – მიწის სტიქიის ქვეშ დაბადებულები რეალისტები და პრაქტიკულები არიან. ამიტომ, ისინი სიზმრებს ძირითადად პრაქტიკულ ასპექტში ხედავენ. ასევე, კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ხშირად, სიზმრად ტანსაცმელს, საჭმელს ან ფულს ხედავს: ქალწული – სწავლის პროცესს, წიგნებს ან სხვა მსგავს ნივთებს, ხოლო თხის რქა – ოთახებს, ნაგებობებს ან ავეჯს. ყველაზე წინასწარმეტყველურ სიზმრებს კი, მათ შორის, მაინც თხის რქა ხედავს, მაგრამ იშვიათად აქცევს ამას ყურადღებას.
მიწის სტიქიით დაბადებულები ყველაზე ხშირად წინასწარმეტყველურ მინიშნებებს სიზმარში შემდეგ თვეებსა და დღეებში ხედავენ: 22.04, 28.04, 05.05, 18.05, 27.05, 18.09, 20.09, 22.12, 29.12.
წყარო: ჟურნალი ,,თბილისელები''
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















