დონალდ ტრამპი FBI-ს აკრიტიკებს

საქართველო, თბილისი - 14:39 | 18.02.2018
ნანახია: 1048

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი FBI-ს აკრიტიკებს. „რუსეთთან შეთქმულება არ არსებობს, დაუბრუნდით ძირითად საქმეს, რათა ჩვენ თქვენით ისევ ვიამაყოთ“, – წერს ტრამპი Twitter-ში.

მისი თქმით, გამოძიების ფედერალური ბიურო „ბევრ დროს ხარჯავს აშშ-ის პრეზიდენტისა და რუსეთის შესაძლო კავშირის გამოძიებაზე”.

ტრამპის კრიტიკა ფლორიდის სკოლაზე თავდასხმას უკავშირდება, რომელსაც 17 ადამიანი ემსხვერპლა. მანამდე გამოძიების ფედერალური ბიუროში შეცდომა აღიარეს და განაცხადეს, რომ პარკლენდის სკოლაზე თავდასხმის შესახებ ცნობას სათანადო ყურადღება არ მიაქციეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე