პროკურატურამ პოლიციის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე გამოძიება განაახლა
საქართველო, თბილისი - 16:21 | 16.02.2018 ნანახია: 1193
საქართველოს პროკურატურამ დ.ფ.-ს დაკავებისას პოლიციის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე გამოძიება სახალხო დამცველის რეკომენდაციის საფუძველზე განაახლა.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება პროკურატურამ 2017 წლის 19 სექტემბერს, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო შეწყვიტა.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 2 დეკემბერს, პოლიციელზე თავდასხმისთვის მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის დაკავებულმა, წარსულში განზრახი დანაშაულისთვის რამდენჯერმე ნასამართლევმა დ.ფ.-მ გამოძიების ეტაპზე განმარტა, რომ მისი დაკავებისას პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალადობის გამოყენების ფაქტებს. აღნიშნულის საფუძველზე ქ.თბილისის პროკურატურაში დაიწყო გამოძიება დ.ფ. - ს დაკავებისას პოლიციის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარების მიზნით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განხორციელდა მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ჩატარდა სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, დაიკითხნენ მოწმეები. საქმეზე გამოკითხულმა პოლიციელებმა და დ.ფ.-ს თანმხლებმა პირებმა გამოკითხვისას განაცხადეს, რომ ქ. თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, დ.ფ. თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა ავტომანქანაში. პოლიციელთა გამოჩენის შემდეგ მან ავტომანქანა დატოვა და გაქცევის მიზნით ახლომდებარე ხევში გადახტა, რის შედეგადაც მიიღო სხეულის დაზიანებები. პოლიციელებმა მისი დაკავების მიზნით დევნა ვეღარ გააგრძელეს, რადგან ხევში გადახტომას შესაძლოა მოჰყოლოდა პოლიციელთა სიცოცხლის ან ჯანმრთელობის დაზიანება. იმავე დღეს, დაახლოებით 21:30 საათზე, დ.ფ. ნანახი და დაკავებული იქნა ქ. თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე. დაკავებისას მას აღენიშნებოდა სხეულის დაზიანებები, რომლებიც მისივე განმარტებით მიღებული ჰქონდა 2016 წლის 2 დეკემბერს დაცემის შედეგად. აღნიშნულ ოქმს ხელმოწერით ადასტურებდა თავად დ.ფ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, რის გამოც საქმეზე გამოძიება შეწყდა.
გამოძიების შეწყვეტის შემდგომ, სახალხო დამცველის წარმომადგენელი გაეცნო შეწყვეტილი საქმის მასალებს და 2018 წლის 9 თებერვალს, საქმეზე გამოძიების განახლებისა და გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების რეკომენდაციით მიმართა პროკურატურას. რეკომენდაციის მიხედვით საჭიროა დამატებითი საგამოძიებო მოქმედება დ.ფ.-ს სხეულზე არსებული დაზიანებების წარმოშობის და მისი დაკავების პროცესში ცალკეულ პოლიციელთა ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით.
მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციაში მითითებული ფაქტები დადგენილია გამოძიების შედეგად, მაგრამ არ არის ჩატარებული ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც მითითებულია სახალხო დამცველის რეკომენდაციაში. აღნიშნულის გამო, 2018 წლის 15 თებერვალს გაუქმდა დადგენილება დ.ფ.-ის დაკავებისას პოლიციის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ფაქტზე წარმოებულ საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ და გამოძიება განახლდა.
განახლებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდება სახალხო დამცველის რეკომენდაციით გათვალისწინებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რომელთა ამოწურვის შემდეგ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















