ანკარაში ანტიამერიკული აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

საქართველო, თბილისი - 14:05 | 16.02.2018
ნანახია: 782

თურქეთის პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა ანტიამერიკული დემონსტრაციის მონაწილეთა წინააღმდეგ.

საპროტესტო აქცია ანკარაში ამერიკის სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის ვიზიტს უკავშირდება, მან მოლაპარაკებები უკვე გამართა რეჯებ ტაიპ ერდოღანთან. დღეს კი საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს ხვდება.

აქციის ორგანიზატორებს მიტინგის გამართვის შესახებ ანკარის მერიის ნებართვა არ ჰქონდათ. აქცია სასტუმრო Ankara Palac-თან მიმდინარეობდა , სადაც ტილერსონისა და ჩავუშოღლუს შეხვედრა უნდა გაიმართოს.

აქციის ორგანიზატორების აზრით, აშშ თურქეთში 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობისა და სტამბოლსა და ანკარაში მრავალრიცხოვანი ტერაქტების უკან დგას. მათი აზრით, ამერიკა სირიაში ტერორისტების მხარდამჭერია.

აქციებზე ისმოდა აქტივისტების შეძახილები: „ამერიკა- ჩვენი ჯარისკაცების მკვლელი“, „მკვლელო ტილერსონ, გაეთრიე თურქეთიდან“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე