მდინარე ბჟუჟის ნაპირგამაგრება დასასრულს უახლოვდება
საქართველო, თბილისი - 17:20 | 20.11.2015 ნანახია: 1801რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ მდინარე ბჟუჟზე რკინა-ბეტონის დამცავი კედელის მშენებლობას ასრულებს.
ბჟუჟის ადიდებამ 2014 წლის სექტემბერის ბოლოს გურიას, მხარის ინფრასტრუქტურასა და მოსახლეობას, 3 მილიონ 24 ათასი ლარის ზარალი მიაყენა. დამცავი კედელი ბჟუჟის კალაპოტში იმ ადგილას შენდება, სადაც ადიდებულმა წყალმა, ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომის მთას ცენტრალური მაგისტრალის მე-4 კილომეტრზე, 70 მეტრი საავტომობილო გზა ჩაანგრია და მოძრაობა შეაჩერა.
მდინარის ერთ ნაწილში უკვე აშენებულია რკინა-ბეტონის დამცავი კედელი, რომლის სიმაღლე 7,20 მეტრი, ხოლო სიგრძე 594 მეტრია; ბჟუჟის ნაპირგამაგრების სამუშოები, ასევე, მოიცავს მდინარის მეორე ნაწილში 170 მეტრი სიგრძისა და 8,5 მეტრი სიმაღლის რკინა-ბეტონის დამცავი კედლის მშენებლობას, გაბიონის მშენებლობას და ასფალტის დაგებას წყალდიდობით დაზიანებულ გზის მონაკვეთზე. ამასთან, ბჟუჟზე გაიწმინდა, გაფართოვდა და გაღრმავდა კალაპოტი; წყლის შესაკავებლად მოეწყო რამდენიმე დროებითი დამბა, ჩაიდო ტეტრაპოდები.
ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომის მთას ცენტრალური საავტომობილო გზით გურიის 7 სოფლის (შემოქმედი, კვირიკეთი, წითელმთა, გონებისკარი, გომი, ბოხვაური, კურორტიგომისმთა) მოსახლეობა სარგებლობს. ნაპირდამცავი სამუშაოების დასრულების შემდეგ, გზაზე გადაადგილება მათთვის, ინტენსიური წვიმების დროსაც კი, უსაფრთხო იქნება.
სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისა და ნაპირგამაგრების სამუშაოებზე, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 6 მილიონილარი დაჯდა, 45 ადამიანია დასაქმებული.
პოლიტიკა
- პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება
- ევროპელი პარტნიორები მეუბნებოდნენ მაგალითად, უკრაინაში ვიცოდით, ვისთან უნდა გვესაუბრა, ესენი იყვნენ იყო იუჩენკო და ტიმოშენკო, თქვენს შემთხვევაში, ვის ვესაუბრებით, ვინ წარმოადგენს ოპოზიციას - თინა ბოკუჩავა
- გიორგი კალანდარიშვილისთვის შავი საღებავის შესხმის გამო, სასამართლომ დავით კირთაძე დააჯარიმა
- საქართველოში, ახალგაზრდები ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად იბრძვიან, ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა
მსოფლიო
- ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს უნგრეთში მიიწვევს და აძლევს გარანტიას, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს
- ვერ ვხედავთ ნიშანს, რომ რუსეთი ემზადება უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად - პენტაგონი
- ტრამპი უფრო ძლიერია, მას შეუძლია აიძულოს პუტინი დათანმხდეს მშვიდობას - ზელენსკი
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს