ირაკლი ღარიბაშვილი რუმინეთის ახალ პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

საქართველო, თბილისი - 17:17 | 20.11.2015
ნანახია: 1981

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუმინეთის ახალ პრემიერ-მინისტრს, დაციან ჩიოლოსს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს და მათი გაღრმავების იმედს გამოთქვამს.

„კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოსა და რუმინეთს  შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა და მჭიდრო კავშირები მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის სხვადასხვა დონეზე პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის. მტკიცედ მწამს, რომ ამ თანამდებობაზე თქვენი ყოფნის პერიოდში, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული წარმატებული და დინამიკური ურთიერთობები და მჭიდრო პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება და განმტკიცდება“, - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე