სტიქიის შედეგად დაზარალებულმა კიდევ ერთმა ოჯახმა ქონების საფასურის ანაზღაურების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა

საქართველო, თბილისი - 17:15 | 20.11.2015
ნანახია: 1676

13-14 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებული იულია ვარდიაშვილის ოჯახი  38-ეა, ვინც ქონების საფასურის ანაზღაურების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.

სვანიძის 13 ნომერში მცხოვრებმა ვარდიაშვილების 10 სულიანმა ოჯახმა თანხის ანაზღაურებაზე თანხმობა საბაზრო ღირებულების მიხედვით განაცხადა. 

სტიქიის შედეგად დაზარალებულ 38 ოჯახს სულ ჯამში  10 372 303 ლარი ჩაერიცხა.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე