ლეონარდო დი კაპრიო ახალ შეყვარებულთან ერთად დააფიქსირეს

საქართველო, თბილისი - 13:15 | 14.02.2018
ნანახია: 1351

ლეონარდო დი კაპრიომ, რომელიც ქერათმიანი მოდელების სიყვარულით არის ცნობილი, როგორც ჩანს ბედნიერება კამილა მორონესთან იპოვა.

43 წლის მსახიობი 20 წლის მოდელს უკვე რამდენიმე თვეა ხვდება და თავის რომანს აღარავის უმალავს. შეყვარებულები ერთად ტელეწამყვან ელენ დეჯენერესის დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე გამოჩნდნენ.  

პაპარაცებმა წყვილი წვეულების დასრულების დროს დააფიქსირეს. მსახიობი კამილას ეხვეოდა და ავტომობილისკენ მიემართებოდა. როგორც ჩანს ლეო იმ ფაქტმაც არ შეაცბუნა, რომ ტელეწამყვანის წვეულებას მისი ყოფილი მეგობარი გოგო ბლეიკ ლაივლიც ესწრებოდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე