ზამთრის ოლიმპიადაზე დოპინგის მიღების პირველი შემთხვევა გამოავლინეს

საქართველო, თბილისი - 11:28 | 13.02.2018
ნანახია: 1685

ზამთრის ოლიმპიადაზე დოპინგის მიღების პირველი შემთხვევა გამოავლინეს. CNN-ის ინფორმაციით, 21 წლის იაპონელი სპორტსმენმა კეი საიტომ დოპინგ-ტესტზე დადებითი შედეგი აჩვენა. მის ორგანიზმში აკრალული პრეპარატი აღმოაჩინეს, რომლის სახელი არ კონკრეტდება.

სპორტსმენი სამხრეთ კორეას დღეს დატოვებს. მანამდე კი აცხადებს, რომ დოპინგ-ტესტის შედეგებით გაკვირვებულია და აკრძალული პრეპარატი შეგნებულად არ მიუღია.

კეი საიტო პირველი იაპონელი გახდა, რომელიც დოპინგ ტესტზე ჩავარდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე