25 თებერვალს მოსკოვში „ნემცოვის მარში“ გაიმართება

საქართველო, თბილისი - 18:27 | 12.02.2018
ნანახია: 737

25 თებერვალს მოსკოვის ცენტრში „ნემცოვის მარში“ გაიმართება.  მოსკოვის ხელისუფლება აქციის ორგანიზატორებს პასუხს მარშის ნებართვასტან დაკავშირებით,  სამი დღის ვადაში გასცემს.

აქციის მონაწილეები მოსკვორეცკის ხიდზე, ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილს ყვავილებით შეამკობენ.

ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს მოსკოვში, კრემლის წინ მდებარე ხიდზე მოკლეს. მას ზურგში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. რამდენიმე დღეში სამართალდამცველებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი ხუთი ჩეჩენი დააკავეს. მიმდინარე წლის ივლისში სასამართლომ ხუთივე მათგანი დამნაშავედ ცნო და მათ 11-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე