უკრაინის ტელევიზიამ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატს ბოიკოტი გამოუცხადა

საქართველო, თბილისი - 17:16 | 12.02.2018
ნანახია: 1043

უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი ფეხბურთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირებაზე უარს ამბობს. ამის შესახებ მედიას ტელევიზიის დირექტორმა ზურაბ ალასანიამ განუცხადა.
„ჩვენ უარს ვამბობთ ჩემპიონატის ჩვენებაზე, ეს სერიოზული მრავალმილიონიანი საქმეა, ჩვენების უფლება ჯერ კიდევ 2013 წლამდეა ნაყიდი, ეს რთული გადაწყვეტილებაა, - განაცხადა ალასანიამ. ამასთან მან აღნიშნა, რომ მაუწყებლის ზეგავლენით ჩემპიონატის გაშუქებაზე უარის თქმას სხვა ტელეკომპანიებიც აპირებენ.

მანამდე უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა იგორ ჟდანოვმა თანამოქალაქეებს მოუწდა არ გაემგზავრონ რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატზე. მან ასევე აღიარა, რომ მისმა უწყებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ტურნირი არ გამართულიყო.

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისს იხსნება და 15 ივლისამდე გაგრძელდება. მატჩებს 11 ქალაქი უმასპინძლებს.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე