ავტოსაგზაო შემთხვევას 9 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 14:16 | 12.02.2018
ნანახია: 848

სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა და 36 დაშავდა საგზაო შემთხვევის შედეგად ირანის აღმოსავლეთით.

გავრცელებული ცნობით, სამგზავრო ავტობუსი დეიჰუკ-ფერდოუსის ავტომაგისტრალაზე გადაბრუნდა.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარის მიზეზები დაუდგენელია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე