თურქეთმა აფრინში 1369 მებრძოლი გაანადგურა

საქართველო, თბილისი - 14:00 | 12.02.2018
ნანახია: 1339

თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა „ზეთისხილის რტოს“ სპეცოპერაციის დროს აფრინში ლიკვიდირებული ტერორისტების ახალი მონაცემები გამოაქვეყნა.

სამხედროების ცნობით, 12 თებერვალს „სახალხო თავდაცვის ძალების“, „ქურთთა მუშათა პარტიისა“ და „ისლამური სახელმწიფოს“ 103 მებრძოლია ლიკვიდირებული.  

შტაბის განცხადებით, განადგურებული ტერორისტების რაოდენობამ 1369-ს მიაღწია.

თურქეთის ხელისუფლებამ ოპერაცია“ზეთისხილის რტო“ 20 იანვარს დაიწყო. მისი განცხადებით, ოპერაციის მიზანს ქურთული დაჯგუფებებისა და „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების განადგურება წარმოადგენს. ოფიციალურმა დამასკომ თურქეთის ქმედება დაგმო და აფრინის რაიონს სირიის განუყოფელი ნაწილი უწოდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე