საუდის არაბეთში 20 წლის გოგონა სექსუალური ხასიათის ფოტოების გამოქვყენებისთვის დააკავეს

საქართველო, თბილისი - 13:18 | 12.02.2018
ნანახია: 966

საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში, 20 წლის გოგონა დააკავეს. გამოცემა Okaz-ის ცნობით, მან სოციალურ ქსელში ფოტო და ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ალკოჰოლი იყო აღბეჭდილი და სექსუალურ ხასიათს ატარებდა. სამართალდამცველებმა გოგონას ქმედება „ისლამის ღირებულებისა და საზოგადოებრივი მორალის ნორმების შელახვად“ მიიჩნიეს.  

გოგონამ აღიარა, რომ მან მართლაც შექმნა პროფილი ლამიას სახელით. ის შემდგომი გამოძიებისთვის პროკურატურას გადასცეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გოგონას ხუთწლიანი პატიმრობა ემუქრება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე