გიორგი მარგველაშვილი რუსეთში ავიაკატასტროფის შედეგად გარდაცვლილთა გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველო, თბილისი - 11:39 | 12.02.2018
ნანახია: 944

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსეთში ავიაკატასტროფის შედეგად გარდაცვლილთა გამო მწუხარებას გამოთქვამს.

,,ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც ათეულობით მშვიდობიანი ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა. ვუსამძიმრებ რუს ხალხს და ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს”, - აცხადებს პრეზიდენტი.

რუსეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, სავარაუდოდ 71 ადამიანი დაიღუპა. 

 

 


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე