7 დაღუპული, 64 დაშავებული - უხვთოვლიანობა იაპონიაში

საქართველო, თბილისი - 10:29 | 12.02.2018
ნანახია: 780

შვიდი ადამიანი დაიღუპა და 64 დაშავდა იაპონიაში რეკორდულად უხვი ნალექის მოსვლის გამო.

ფუკუის პრეფექტურაში ხუთი ადამიანი დაიღუპა ავტომობილში მხუთავი აირისგან მოწამვლის შედეგად, რადგან თოვლმა გამონაბოლქვის გამწოვი მილი დაახშო. ერთი ადამიანი სახურავიდან თოვლის გადაყრის დროს გადავარდა. კიდევ ერთი კი გარდაცვლილი თოვლსახვეტ მანქანაში იპოვეს.

ნიიგიტას პრეფექტურაში ერთი ხანდაზმული გარდაცვლილი აღმოაჩინეს. მან თოვლით დაფარული ორმო ვერ შენიშნა და ჩავარდა.

უამინდობას კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა ფუკუოკას პრეფექტურაში. ის მოტოციკლით გააადგილდებოდა, როდესაც თოვლიან გზაზე მოცურდა. ტრავმების უმეტესობა მოქალაქეებმა დაცემის შედეგად მიიღეს. იაპონიაში თოვლის საფარმა ზოგიერთ რაიონში 2,5 მეტრს გადააჭარბა.

ნალექი კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე