კარნავალის პირველივე დღეს 21 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 10:07 | 12.02.2018
ნანახია: 795

ბოლივიაში ფოლკლორული კარნავალის პირველივე დღეს 21 ადამიანი დაიღუპა, 70-ზე მეტი კი დაშავდა. ინციდენტი ქალაქ ორუროში მოხდა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ ორუროში იქ, სადაც კარნავალი იმართებოდა, გაზის ბალონის აფეთქების შედეგად დაიღუპა  8 ადამიანი, 40 კი დაშავდა. დაღუპულთა შორის ოთხი ბავშვია.

ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელთა განცხადებით, ამ დღეს რამდენიმე უბედური შემთხვევა მოხდა.

გაზის ბალონის აფეთქების გარდა, ორი საგზაო შემთხვევის შედეგად კიდევ 13 ადამიანი დაიღუპა. ყველა მათგანი ორუროში კარნავალზე დასასწრებად მიემგზავრებოდნენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე