მაიკ პენსმა ჩრდილოეთ კორეის ფორმალურ ლიდერთან ერთად მიღებაზე დასწრება არ ისურვა

საქართველო, თბილისი - 16:38 | 09.02.2018
ნანახია: 857

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა პიონჩანგში ზამთრის ოლიმპიადის გახსნისადმი მიღძვნილ მიღებაზე, სადაც ერთ მაგიდასთან ჩრდილოეთ კორეის ფორმალურ ლიდერთან კიმ ენ ნამთან ერთად უნდა დამჯდარიყო, დარჩენა არ ისურვა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.  

მიღებას ასევე ესწრებოდნენ სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჩჟე ინი, იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე და სხვა მსოფლიო ლიდერები. მიღება ქალაქ ენპჰენში გაიმართა.

მედიის ცნობით, პენსი მიღებაზე დაგვიანებით მივიდა. ის მთავარ მაგიდას მიუახლოვდა, სადაც მისთვის განკუთვნილი ადგილი იყო მომზადებული.

პენსმა კიმ ენ ნამის გარდა,  მსოფლიო ლიდერებს ხელი ჩამოართვა და ღონისძიება დატოვა.

სამხრეთ კორეის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მოგვიანებით განმარტა, რომ პენსი ამერიკელ სპორტსმენებთან შეხვედრაზე ჩქარობდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე